შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე - როგორ გამოიყურებოდა ნარჩენებით დაბინძურებული ბათუმის ბულვარი ღამით

შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე - როგორ გამოიყურებოდა ნარჩენებით დაბინძურებული ბათუმის ბულვარი ღამით

შავი ზღვის სანაპიროზე წუხელ 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე ნარჩენები გამორიყა, რის გამოც ბათუმის ბულვარის ტერიტორია დაბინძურდა.

ბათუმის ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და დილითაც გაგრძელდა. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შტორმს ბულვარისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.

ფოტოები: მარი ბოლქვაძე; ბათუმის მერია