ნათლისღებას "განბანილი" პოლიტიკოსები

ნათლისღებას "განბანილი" პოლიტიკოსები

19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე პოლიტიკოსები მდინარეში განიბანენ. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა პირველად მიიღო საყოველთაო ბანაობაში მონაწილეობა კიევში, ჰიდროპარკში მოწყობილ განბანვის ცერემონიაში. პოლიტიკოსმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "ჰიდროპარკში, ძალიან ბევრი და თბილი ადამიანის გარემოცვაში, პირველად განვიბანე ძალიან ცივ წყალში".

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილმა განბანვის ცერემონიაში პირველად მიიღო მონაწილეობა

ნათლისღებას განბანვის ტრადიცია არ დაარღვია რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც. მან მოსკოვში, სელიგერის გაყინულ ტბაში გასცურა. მის განბანვას რუსი სამღვდელოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

განბანვის ცერემონიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ცნობილმა ტელეწამყვანმა, ოპოზიციონერმა და რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. ამის შესახებ სობჩაკმა საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა და ფოტოებიც გაავრცელა: "მე ეს გავაკეთე! პირველად ცხოვრებაში! მადლობა ტომსკს - 40 გრადუსისთვის" - დაწერა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."