"საქართველოს ბანკში" შეჭრილმა პირმა მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - შსს-ს ინფორმაცია ქუთაისში მომხდარ ფაქტზე

"საქართველოს ბანკში" შეჭრილმა პირმა მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა - შსს-ს ინფორმაცია ქუთაისში მომხდარ ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით,  ბანკში თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და მოქალაქე მუცლის არეში დაჭრა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 იანვარს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.

ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს–ში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს