მეგანს ჰარის ყოფილ მეგობარ გოგონასთან შეხვედრა მოუწევს - სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება

მეგანს ჰარის ყოფილ მეგობარ გოგონასთან შეხვედრა მოუწევს - სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მეორე ქორწილისთვისაც ემზადება - პრინც ჰარის შემდეგ იმავე ტაძარში დედოფალ ელისაბედის კიდევ ერთი შვილიშვილი, პრინცესა ეუჯენი დაქორწინდება.

პრინცესა უკვე გამოჩნდა ნიშნობის ბეჭდით, რომელიც მისი დედის, სარა ფერგიუსონის ნიშნობის ბეჭედს ჰგავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამკაულის ფასი, დაახლოებით, 7 ათასი ფუნტია.

ეუჯენი სამეფო გვირგვინის რიგში მეცხრეა, ის მეგობარ ბიჭზე, დევიდ ბრუქსბენკზე ქორწინდება. წყვილი უკვე 9 წელია, ერთად არის.

ამბავი, ცალსახად, ყველასთვის სასიამოვნოა, თუმცა მედია წერს, რომ შესაძლოა, ქორწილში მეგან მარკლმა უხერხულად იგრძნოს თავი.

საქმე ის არის, რომ ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონა, მოდელი კრესიდა ბონასი ეუჯენის უახლოესი მეგობარია და დიდი ალბათობით, პრინცესას მეჯვარეც იქნება.

კრესიდა და ჰარი 2012 წლის მაისიდან 2014 წლამდე იყვნენ ერთად. წყვილი კრესიდას გადაწყვეტილებით დაშორდა - მოდელისთვის ძალიან ძნელი აღმოჩნდა მედიის დიდი ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, პრინცი და ბონასი კარგ მეგობრებად დარჩნენ.

წყარო express.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს