ცოცხალია თუ არა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი? - სოსო ოსორაულის დედის კომენტარი და ძმის საძებნელად წასული მეორე შვილი

ცოცხალია თუ არა კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი? - სოსო ოსორაულის დედის კომენტარი და ძმის საძებნელად წასული მეორე შვილი

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახისთვის ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია და ის ძმას ელაპარაკა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოსო ოსორაულის დედა კატო ოსორაულმა განუცხადა, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეუძლია, რომ ორი კვირის წინ მის მოსაძებნად კონგოში მისი კიდევ ერთი შვილი გაემგზავრა.

"ორი კვირაა, რაც ჩემი უმცროსი ბიჭი სოსოს მოსაძებნად წავიდა, რადგან სახელმწიფოსგან ვერაფერს ვიგებდით. მეც სოციალური ქსელით გავიგე, რომ გიორგის ულაპარაკია სოსოთან. სხვა არაფერი ვიცი. ერთი კვირის წინ, გიორგის ბოლოს რომ ველაპარაკე, მითხრა, კარგი ამბები მაქვსო, თუმცა კონკრეტულად არაფერი მოუყოლია. შესაბამისად, პირადად ესაუბრა თუ არა სოსოს, ჯერ არ ვიცი. ღმერთმა ქნას, ასე იყოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სოსო ოსორაულის დედა კატო ოსორაულმა.

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული ცოცხალია და ის ტელეფონით ძმას ელაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული ტყვეობაში გასული წლის 27 იანვარს ჩავარდა და ამ დრომდე მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი