დავით ბლუაშვილი - ბაზრის დირექტორს და სოსო ქუთათელაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ნათელ-მირონები იყვნენ

დავით ბლუაშვილი - ბაზრის დირექტორს და სოსო ქუთათელაძეს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ნათელ-მირონები იყვნენ

ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" ყოფილი მეწილის, ლიანა აბაიაძის შვილი გუშინ, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. დავით ბლუაშვილის განცხადებით, გამოძიებას მასთან შეკითხვები ჭანტურიასა და ქუთათელაძის ურთიერთობის თაობაზე ჰქონდა.

"დამატებით მკითხეს, თუ რამე ვიცოდი. მკითხეს, რა ურთიერთობა ჰქონდა ჭანტურიას ქუთათელაძესთან. მე მათ შორის დაპირისპირების შესახებ ქუთათელაძესგან ვიცი. ბაზრის დირექტორ მამუკა ცხოვრებაძეს და სოსოს, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ნათელ-მირონები იყვნენ. მათ შორის დაპირისპირების შესახებ არაფერი ვიცი. იდეალური ურთიერთობა გვქონდა მე და სოსოს. ჩვენ დაპირისპირება არ გვქონია, ამას დაგიდასტურებთ ყველა", - განაცხადა სტამბოლის ბაზრის ყოფილი მეწილის, ლიანა აბაიაძის შვილმა დავით ბლუაშვილმა.

კითხვაზე - იყო თუ არა საგამოძიებო უწყების მხრიდან მასზე ზეწოლა, ბლუაშვილმა უპასუხა - "მიშას დრო ხომ არ არის?!".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ