მანდატურის სამსახური - აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია

მანდატურის სამსახური - აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია

განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეს აღმოუჩინეს, პნევმატური იარაღია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსმა, შორენა ზედგინიძემ განუცხადა, მანდატურმა პირადი გასინჯვისას პნევმატური იარაღი მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინა.

"როგორც იცით, მანდატურის სამსახურს გონივრული ეჭვის საფუძველზე მოსწავლეების პირადი გასინჯვის უფლება აქვს. ასეთი გასინჯვის დროს მე-10 კლასელ მოსწავლეს აღმოუჩინეს აკრძალული ნივთი. სავარაუდოდ, ეს არის პნევმატური იარაღი. მყისიერად მოხდა საპატრულო პოლიციის ინფორმირება და შემდგომი რეაგირებისთვის ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გადაეცათ", - განაცხადა შორენა ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერპრესნიუსის" მიერ განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 1242 სხვადასხვა დასახელების სკოლაში ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი - დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები საახალწო პიტარდა, ბანქო, ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი. სულ 2016 -17 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ