უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში, საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდი 26 იანვრის ჩათვლით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4,+9 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ხოლო კვირისთვის ნავარაუდევია ტემპერატურის +12,+13 გრადუსამდე მომატება. იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, კვირის ჩათვლით ნალექია ნავარაუდევი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით, ზოგან ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მოსალოდნელია 0,5 გრადუსი, მთიან რაიონებში –2, +3 , ხოლო მაღალმთიან რაიონებში –3, –8 გრადუსამდე.

დედაქალაქში ხვალ ნავარაუდევია წვიმა. კვირის ჩათვლით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზითმ, 27–28 იანვარს შესაძლოა დედაქალქში თოვლჭყაპი იყოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი