მიკაილ კადიევი - რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე მემუქრება

მიკაილ კადიევი - რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე მემუქრება

დაღესტნელი საზოგადოებრივი აქტივისტის მიკაილ კადიევის განცხადებით, რუსეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. როგორც კადიევმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა იმიტომ, რომ რუსეთში კრიმინალური ქმედება აქვს ჩადენილი, ეს კი მისი მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

მიკაილ კადიევმა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა და ამ კუთხით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები გაიხსენა.

"ლტოლვილთა სამინისტრომ უარი განმიცხადა სტატუსის მონიჭებაზე და ახლა კიდევ ჩემი პასპორტის ანულირება მოახდინა. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს. უბრალოდ შეგიძლიათ ინტერნეტი გახსნათ და გეტყვით, თუ რა მოხდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ჩეჩნეთში, გროზნოში ნარკოტიკი ჩაუდეს უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ტეტიევს. დაღესტანში სამი დღის წინ, ცეცხლი წაუკიდეს უფლებადამცველის მანქანას. ინგუშეთში უფლებადამცველი ორგანიზაციის „მემორიალის“ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. არ ვიცი კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო. ეს მხოლოდ ის არის, რაც ერთი თვის განმავლობაში მოხდა. მე არ ვამბობ, თუ რა მოხდა ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში. 23 ჟურნალისტი იყო მოკლული. ვფიქრობ, მე დავამტკიცე, რომ რუსეთში ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. მეორე, ისინი ამბობენ, რომ რაშიც რუსეთი მადანაშაულებს, ეს კრიმინალიაო. მათი თქმით, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლოპატინმა განაცხადა, რომ რაშიც მე მადანაშაულებენ, ამას კრიმინალთან აქვს კავშირი. მინდა ჩემთან მიმართებაში ლოპატინის სიტყვების ციტირება მოვახდინო - ”როდესაც თქვენი ძალები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შედიოდნენ, ის თქვენ ძალებს ტერორისტებს უწოდებდა”. მე კი ასე არ ვამბობ. მე ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი თქვენი ტერიტორიაა. რაც შეეხება ჩემს საქმეს, 14 მოწმე მყავს, ვინც ადასტურებს თუ სად ვიმყოფებოდი. მკვლელობა მოსკოვში მოხდა, ხოლო მე კი დაღესტანის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი", - განაცხადა კადიევმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ