ქვის ლოდების დიდი მასის ჩამოშლის გამო, ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

ქვის ლოდების დიდი მასის ჩამოშლის გამო, ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი

ბათუმი-სარფის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად არის შესაძლებელი. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ცენტრალურ გზაზე ქვის ლოდების დიდი მასაა ჩამოშლილი. მათივე ინფორმაციით, ქვის ლოდების გატანა მხოლოდ აფეთქების შემთხვევაშია შესაძლებელი. უწყების ცნობით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს განახლდება.

ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ქვის ლოდები გუშინ, გვიან ღამით ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქვის ლოდები გზაზე მიმავალ სატვირთო ავტომობილს დაეცა. ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა