ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ნაურუს რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ "სპუტნიკს" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განუცხადა.

"ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ნაურუს დამოუკიდებლობის გამოცხადების 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაქას", - განაცხადა კოვემ.

ე.წ. დელეგაციის შემადგენლობაში დაურ კოვეს გარდა შედიან: "პარლამენტის" ე.წ. ვიცე-სპიკერი საიდ ხარაზია და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არტურ გაგულია.

აღსანიშნავია, რომ ნაურუში ასევე იმყოფება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?