რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას

რას პასუხობს ზურაბ აბაშიძე კარასინის მორიგ პროვოკაციულ განცხადებას

თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, რუსეთის მხარეა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელმაც გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქართული მხარე თვალთმაქცობაში დაადანაშაულა, აღნიშნა რა, რომ ოფიციალური თბილისი ჯიუტად არ აღიარებს 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ "ახალ რეალობას" სამხრეთ კავკასიის რეგიონში და უარს ამბობს ქართული მხარის ინიციატივით რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე.

"ამ კონტექსტში თუკი ვინმე თვალთმაქცობს, ჩემი აზრით, კვლავ რუსეთის მხარეა. მოსკოვში კარგად მოეხსენებათ, რომ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2008 წელს არ დაწყებულა. მოსკოვში ისიც კარგად იციან, თუ ვინ და როგორ უწყობდა ხელს ამ კონფლიქტების გაღვივებას. ამაზე არაერთი საერთაშორისო დოკუმენტი არსებობს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მომზადდა. ამ თვალსაზრისით ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს, რასაც ადასტურებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ცალკეული სახელმწიფოს სხვადასხვა სახის რეზოლუციები და განცხადებები", - განუცხადა აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს".

მისი თქმით, ქართული მხარე ყოველთვის მკაფიოდ აცხადებდა და აცხადებს, რომ არასდროს შეეგუება ქვეყნის რეგიონების ოკუპაციას.

"თუ რუსეთს სურს კონსტრუქციული დიალოგი, ჩვენ მზად ვართ, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ხელყოფას არ შევეგუებით და არსებულ ვითარებაში ვერც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."