ოპრას 3 ხელი, უიზერსპუნს კი 3 ფეხი აქვს - ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევარზე უკვე ვარსკვლავებიც ხუმრობენ

ოპრას 3 ხელი, უიზერსპუნს კი 3 ფეხი აქვს - ცნობილი ფოტოგრაფის ნამუშევარზე უკვე ვარსკვლავებიც ხუმრობენ

რიზ უიზერსპუნი და ოპრა უინფრი საკუთარი სურათის შესახებ "ტვიტერზე" ხუმრობენ.

ჟურნალისთვის Vanity Fair ვარსკვლავების ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა ენი ლეიბოვიცმა გადაიღო. გარეკანის ფოტოსთვის პოზირებდნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან რობერტ დე ნირო, ტომ ჰენქსი, ნიკოლ კიდმანი...თუმცა მათგან ყველაზე მეტი ყურადღება ოპრა უინფრიმ და რიზ უიზერსპუნმა დაიმსახურეს -  ფოტოშოპის დროს დაშვებული შეცდომის გამო, ოპრას სამი ხელი, რიზს კი სამი ფეხი აქვს.

შეცდომა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა აღმოაჩინეს და მასზე ხუმრობაში მალე უინფრი და უიზერსპუნიც ჩაერთნენ.

"როგორც ჩანს, უკვე ყველამ იცის. მე სამი ფეხი მაქვს და იმედი მაქვს, კვლავ მიმიღებთ ისეთს, როგორიც ვარ," - დაწერა უიზერსპუნმა.

"ჩემთვის მისაღებია შენი მესამე ფეხი. როგორც ვიცი, შენთვისაც მისაღებია ჩემი მესამე ხელი," - უპასუხა მას ოპრამ.

ცნობილი ჟურნალი Vanity Fair რედაქტორის პოსტზე გრეიდონ კარტერის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ფოტოზე თავად კარტერიც ჩანს.

წყარო mirror.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს