ტაქსის მძღოლებს მუშაობის ნებართვისთვის თანხის გადახდა მოუწევთ

ტაქსის მძღოლებს მუშაობის ნებართვისთვის თანხის გადახდა მოუწევთ

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს საქმიანობის დამადასტურებელი ნებართვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ.

ირაკლი ბენდელიანმა "რადიო პალიტრას" ეთერში გადაცემა "შუადღის სტუდიაში" ტაქსების რეგულირების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ეტაპი იქნება ტაქსების რაოდენობის აღრიცხვა, მეორე ეტაპი კი ნებართვების აღება.

"ჩვენ შსს-სთან ერთად ამ ცვლილებების ავტორი ვართ. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ამ ნაწილში პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, რომლის დამტკიცების შემდეგაც ამოქმედდება ახალი ნორმები და რეგულაციები. ეს პირველ ეტაპზე ნიშნავს, რომ მოხდეს არსებული ტაქსების რაოდენობის აღრიცხვა, რათა ვიცოდეთ, რა რაოდენობის ტაქსია და რა რაოდენობის ტაქსებით სარგებლობს მოსახლეობა. ყოველი შემდგომი ეტაპი და ცვლილება, პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დაკვეთა წამოვა მოსახლეობისგან. მთავარია, პირველ ეტაპზე, რეალურად აღირიცხოს და შემდგომ ეტაპობრივად ეს საქმიანობა სანებართვო გახდეს", - განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ნებართვისთვის ტაქსის მძღოლებს თანხის გადახდა მოუწევთ.

"ნებართვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გადასახადი იქნება. გადასახადის ოდენობა კონკრეტული მსჯელობის შედეგად განისაზღვრება", - განაცხადა ბენდელიანმა.

წამყვანის კითხვაზე, იქნება თუ არა ყოველთვიური გადასახადი მძღოლებისთვის, მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მოსახლეობისთვის ყველაფერი წინასწარ იქნება ცნობილი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი