ოსური "საჯარისო დანაყოფები" რუსულთან ერთიანდება - რა სურს რუსეთს?

ოსური "საჯარისო დანაყოფები" რუსულთან ერთიანდება - რა სურს რუსეთს?

24 იანვარს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მოახდინა სამხედრო ხელშეკრულების რატიფიკაცია, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ცხინვალის რეგიონის ცალკეული საჯარისო ქვედანაყოფების გაერთიანებას გულისხმობს.

ოსური სოციალური მედია ასე აფასებს ამ გადაწყვეტილებას: "ამ რეალობას მოჰყვება მეტი უსაქმური და "ბირჟავიკი" ბიჭი ქუჩაში, რადგან რუსეთის არმიაში ყველას ადგილი ვერ იქნება. როგორც ითქვა, ეს იქნება მოქნილი, შედარებით მცირე, მაგრამ კარგად გაწვრთნილი სამხედრო დანაყოფი, სადაც კარგად შერჩეული კადრები მოხვდებიან... თუმცა, მეორეს მხრივ, შესაძლოა ისეთი ფაქტები, ეს ვითომ "ჯარისკაცები", საჭმელად და დასაძინებლად სახლში რომ მოდიან და თან იარაღი მოაქვთ, ამ იარაღით შემდეგ თავისივე ხალხს აყაჩაღებდნენ. იმედია, ასე უკონტროლოდ და ქაოტურად ვეღარ ივლიან ..."

რუსულ-ოსური ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის "დაკანონება" მოხდა. რუსეთის სახელმწიფო დუმამ, ცხინვალის ცალკეული საჯარისო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შეთანხმების რატიფიცირებას 411 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის გასული წლის 31 მარტს გაფორმდა. ბოლო დეტალები კი ანატოლი ბიბილოვის მოსკოვში ბოლოდროინდელი, ხშირი ვიზიტების დროს დაზუსტდა... ეს პროცესი, აფხაზეთში უფრო ადრე, 2016 წლის ნოემბერში დასრულდა - აფხაზურ საზოგადოებაში არსებული მცირედი დაპირისპირების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა, რუსეთსა და აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკას შორის სამხედრო ძალების გაერთიანების შეთანხმების რატიფიკაციას მოაწერა ხელი.

ქართული მხარის შეფასებით, ეს სამართლებრივად ძალის არმქონე აქტია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საეთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებას და რუსეთის შორს მიმავალი აგრესიული პოლიტიკის შეფასებას სთხოვს. მათივე თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსია გრძელდება...

ქართველი ექსპერტების თქმით, რუსეთს სურს, ცხინვალის რეგიონს სრულად აკონტროლებდეს. კიდევ ერთი, რუსეთს აღარ სურს ე.წ. ოსი სამხედროები უკონტროლოდ იყვნენ...

რაც შეეხება ოსი ექსპერტების შეფასებას, მათი თქმით, რუსეთი ამცირებს "ოსურ არმიას" და ცდილობს, მის სურვილებსა და მოთხოვნებს მოარგოს. მათივე შეფასებით, - "რესპუბლიკა, პრაქტიკულად, შეირაღებული ძალების გარეშე რჩება, რადგან მცირდება თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობაც, რის შედეგადაც, ათეულობით ადამიანი უმუშევარი რჩება." თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ რუსეთს, რომელსაც თავადაც აქვს ფინანსური პრობლემები, არაფერში სჭირდება ხელოვნურად გაზრდილ შტატებში დასაქმებულებს ხელფასები უხადოს...

კიდევ ერთი ნაწილი შიშობს, რომ "რესპუბლიკაში დადგება დრო, როდესაც რუსეთი მათ ვეღარ დაიცავს, იმ შემთხვევაში, თუ კრემლში ის ადამიანები მოვლენ, ვინც თბილისისა და ცხინვალის კონფლიქტს სხვანაირად აფასებს..."

არადა, ბევრი მათგანი იმედოვნებდა, რომ სამხედრო სფეროში, რუსეთთან თანამშრომლობით, "სამხრეთ ოსეთს შესაძლებლობა მიეცემოდა მცირე, მაგრამ თანამედროვე და ეფექტური არმია ჰყოლოდა, რომელიც რესპუბლიკის უსაფრთხოების საკითხებს თავად მოაგვარებდა... თუმცა, ამ პროცესებმა აჩვენა, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნიშნებს თანდათან კარგავს", – წერენ ისინი.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?