მომღერალი, რომელმაც გრემის ყველა მნიშვნელოვანი ნომინაცია მოიგო - წლის მუსიკალური მოვლენის შედეგები

მომღერალი, რომელმაც გრემის ყველა მნიშვნელოვანი ნომინაცია მოიგო - წლის მუსიკალური მოვლენის შედეგები

"გრემის" დაჯილდოების ტრიუმფატორი მომღერალი ბრუნო მარსი გახდა, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ნომინაცია მოიგო, მათ შორის "წლის ჩანაწერი", "წლის სიმღერა" და "წლის ალბომი".

უფრო კონკრეტულად, ბრუნო მარსმა გაიმარჯვა ნომინაციებში :

• საუკეთესო R & B შესრულება

• საუკეთესო R & B სიმღერა

• საუკეთესო R & B ალბომი

• წლის სიმღერა

• წლის ჩანაწერი

• წლის ალბომი

თუმცა, არანაკლები ყურადღება მიიქცია კენდრიკ ლამარმა, რომელიც დაჯილდოებისას სცენაზე პრემიის ასაღებად ბევრჯერ ავიდა.

მათგან განსხვავებით, ჯეი-ზისთვის საღამო სრულიად უიღბლო აღმოჩნდა. რეპერი 8 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ ვერცერთში გამარჯვება ვერ შეძლო.

მამის წარუმატებლობით გულდაწყვეტილი ჩანდა მისი შვილი, ბლუ აივი.

ბრუნო მარსის გამარჯვების პარალელურად, სოციალურ ქსელებში ხაზს უსვამენ ფაქტს, რომ ქალმა შემსრულებლებმა მნიშვნელოვან კატეგორიებში გამარჯვება ვერ შეძლეს. 86 ჯილდოდან ქალებმა წელს მხოლოდ 17 "გრემის" მოპოვება შეძლეს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება