თბილისის სატრანსპორტო კომპანია "ვარკეთილში" მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია "ვარკეთილში" მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ "ვარკეთილში" მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ "ვარკეთილის" ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.

ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს.

თბილისის მეტრო დროებით "ახმეტელის თეატრიდან" "300 არაგველამდე" იმოძრავებს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი