რატომ ბჟირდება ბავშვი ტირილის დროს?

რატომ ბჟირდება ბავშვი ტირილის დროს?

ბევრ მშობელს ჰქონია შემთხვევა, როცა მისი შვილი პატარა ასაკში ტირილის დროს ბჟირდება ისე რომ ამოსუნთქვასაც კი ვერ ახერხებს. ეს განსაკუთრებით აფრთხობთ ახალგაზრდა, გამოუცდელ მშობლებს. რას ნიშნავს ჩაბჟირება, რამდენად საშიშია განვითარებისთვის და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები? - ამ და სხვა კითხვებზე ბავშვთა ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე პასუხობს "მკურნალის" კითხვებს.

- რისი ბრალია, როდესაც ბავშვი ტირილის დროს ბჟირდება?

- ჩაბჟირება ანუ აფექტორულ-რესპირატორული შეტევა - ეს არის სუნთქვის შეკავება, ისტერიული შეტევის ან გულის წასვლის ყველაზე ნაადრევი გამოვლინება. სიტყვა "აფექტი" ნიშნავს ძლიერ, ძნელად კონტროლირებად ემოციას. "რესპირატორული" - იმას, რომ ეს ემოცია დაკავშირებულია სასუნთქ სისტემასთან.

შეტევები, ჩვეულებრივ, სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს იჩენს თავს და შესაძლოა ორ-სამ წლამდე გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის შეკავება შეიძლება მოგვეჩვენოს ბავშვის მხრიდან წინასწარ დაგეგმილად, ჩვეულებრივ, ისინი ამას სპეციალურად არ სჩადიან. ეს უბრალოდ არის რეფლექსი, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ტირილის დროს ბავშვი ძლიერად ამოისუნთქავს ფილტვებიდან თითქმის მთელ იქ არსებულ ჰაერს. ამ მომენტში იგი გაირინდება, პირი ღია აქვს, მაგრამ ხმას არ გამოსცემს. უმეტესად ასეთი სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები არ გრძელდება 30-60 წამზე მეტხანს და გაივლის, როცა ბავშვი კვლავ დაიწყებს სუნთქვას და მასთან ერთად ყვირილს. აფექტორულ-რესპირატორული შეტევები ორი ტიპისაა, რომლებსაც პირობითად ლურჯ და ფერმკრთალ ტიპებს უწოდებენ.

ფერმკრთალი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები უმეტესად წაქცევის, ნემსის გაკეთების დროს აღმოცენებული ტკივილის ბრალია. პულსის გასინჯვის ან დათვლის მცდელობა უშედეგოა, რადგან ის ამ დროს რამდენიმე წამით ქრება. ფერმკრთალი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები განვითარების მექანიზმით გულის წასვლასთან უფრო ახლოს დგას. შემდგომ ასეთი შეტევების (პაროქსიზმების) მქონე ბავშვების ნაწილს უყალიბდება გულის წასვლის მდგომარეობა. უფრო ხშირია ლურჯი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები. ის წარმოადგენს უკმაყოფილების, სურვილის შეუსრულებლობის, გაბრაზების გამოხატვას ბავშვის მხრიდან. როცა ბავშვი უარს იღებს მისი სურვილების, მოთხოვნების შესრულებაზე, ყურადღების მიქცევის მიზნით იწყებს ტირილს, ყვირილს. ამ დროს ღრმა სუნთქვა ჩერდება ჩასუნთქვაზე, წარმოიქმნება მსუბუქი ციანოზი - სილურჯე. მსუბუქ შემთხვევაში სუნთქვა აღდგება რამდენიმე წამში და ბავშვის მდგომარეობა ნორმალიზდება. ასეთი შეტევები გარეგნულად ძალიან ჰგავს ლარინგოსპაზმს (ცრუ კრუპს) - ხორხის კუნთების სპაზმს. ზოგჯერ შეტევა ხანგრძლივდება, რასაც თან სდევს კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება - ბავშვი დედის ხელებში სრულიად ეშვება, ზოგჯერ კი, პირიქით, კუნთების ტონური დაჭიმულობა იმატებს და ბავშვი რკალივით იდრიკება.

- ტირილის დროს ყველა ბავშვს როდი აქვს ასეთი შეტევები. უმთავრესად როგორ ბავშვებს ახასიათებთ ისინი?

- აფექტორულ-რესპირატორული შეტევები შეინიშნება ადვილად აგზნებად, კაპრიზულ, ადვილად გაღიზიანებად ბავშვებში. ისინი ისტერიული შეტევების სახესხვაობაა. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია ასევე "მარტივი" ისტერიის პრიმიტიული პროტესტის რეაქცია - სურვილის შეუსრულებლობის შემთხვევაში იატაკზე დაცემა, იატაკისთვის ხელ-ფეხის დაშენა, ყვირილი, ტირილი. ასეთი საქციელი ხდება სათავე შემდგომ წლებში ბავშვის ისტერიული ხასიათის ჩამოყალიბებისა. სამი-ოთხი წლის შემდეგ ეს პოულობს გამოხატულებას ხასიათში, ბავშვი არის პრობლემური, უჭირს ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან. ასე ყალიბდება ორი წლის ისტერიული ბავშვი თორმეტი წლის ძნელად აღსაზრდელ მოზარდად განაგრძეთ კითხვა

"ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ.." -  ვინ ბლოკავს დიმიტრი ტატიშვილს და რას საყვედურობს თეატრის ხელმძღვანელობას

"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა - უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი