"როცა მდგომარეობა გაიაზრა, ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო, ჩაილაპარაკა" - ავარიის შედეგად დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

"როცა მდგომარეობა გაიაზრა, ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო, ჩაილაპარაკა" - ავარიის შედეგად დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

17 წლის ავთო კიკნაველიძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ახალგაზრდას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზურგის ტვინი დაუზიანდა. იგი მკურნალობის გაგრძელებას გერმანიაში საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 17 წლის ახალგაზრდას დასახმარებლად "ფეისბუქზე" პოსტს უამრავი ადამიანი აზიარებს ჰეშთეგით #ავთოსთვის

ნინია ახვლედიანი, ჟურნალისტი: "ჩემო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ამ მზესავით ბიჭს იმაში, რომ გააგრძელოს ცხოვრება, თუნდაც ეტლში!

თვენახევრის წინ რუსთაველზე მომხდარი ავარიის შედეგად, მეექვსე სკოლელ 17 წლის ავთო კიკნაველიძეს დაუზიანდა ზურგის ტვინი და ყველა კიდური წართმეული აქვს. ახლა სასწორზე მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს!

გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა იმედს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

ავთო ჯერ ისეთ ეტაპზეა, რომ ეტლსაც ვერ მოიხმარს...

ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ ეს ამბავი ყველამ და განსაკუთრებით თქვენ, ვისაც ბევრი ფოლოუერი გყავთ!!!!"

ბუბა კუდავა, ისტორიკოსი: "ეს ავთოა, ჩემი მოსწავლე. სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი, ლაღი, დაუღლელი, სულ მოძრავი, სულ მაიმუნობის ხასიათზე, სულ ღიმილიანი, მეგობრული და სულ ენამოსწრებული.

ბოლოს უჯარმაში ვიყავით ერთად. მის მეგობრებთან, სხვა მოსწავლეებთან ერთად. ვათვალიერეთ, ვილაპარაკეთ, გავერთეთ, ვიოხუნჯეთ... 3 დღის შემდეგ 5 ჩემი მოსწავლე ავარიაში მოყვა.

საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. უმეტესობას თითქმის არაფერი დაშავებია. აი, ავთოს კი არ გაუმართლა... თითქმის 2 თვეა, გაუნძრევლად წევს და საღ გონებაზე მყოფი, კიდურებსაც კი ვერ ამოძრავებს. 2 თვეა, სიკვდილს ებრძვის, მისხალ-მისხალ იმარჯვებს და სანახავად შესულ მეგობრებს ენას უყოფს. სულ თავიდან, როცა მდგომარეობა გაიაზრა, "ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო" – ჩაილაპარაკა... მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ავთოს სასწაულებრივი გადარჩენა რაღაცის ნიშანია...

იმის, რომ არ შეიძლება, ავთომ არ იცოცხლოს. იმის, რომ ჯერ უნდა წამოჯდეს, მერე წამოდგეს და ისევ ისეთი ავთო დაგვიბრუნოს. პირველად ვწერ ამგვარ პოსტს. ვისაც თუნდაც მცირე საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ ამ 17 წლის მზესავით ბიჭს. მენდეთ, ამით ძალიან, ძალიან ლამაზ სიცოცხლეს გადაარჩენთ. ვინ იცის, მერე მან რამდენი იხსნას სიკვდილისგან... ავთოს გადასარჩენად გადაწყდა, რომ მკურნალობა გერმანიის საკმაოდ ძვირადღირებულ კლინიკაში გაგრძელდეს. დღეს ეს მისი ერთადერთი შანსია... ავთო, გამაგრდი, ერთობის ძალა კი იცი, რაც არის!".

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩაირცხონ:

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22.

ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400

(საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33),

თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22.

ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003.

მიმღები - მერაბ კიკნაველიძე .

დასახელებაში უმჯობესია მიუთითოთ "ავთოსთვის".

ძალიან გთხოვთ, ახლაც გავერთიანდეთ #ავთოსთვის".

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას