დაჭრილ მოზარდებს ამ წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ

დაჭრილ მოზარდებს ამ წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ

დაჭრილ მოზარდებს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საავადმყოფოში დაჭრილი მოზარდების მშობლები და ახლობლები მივიდნენ. ისინი მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და, შესაბამისად, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დაჭრილი მოზარდები თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი