ლიტერატურით თრობა – განტვირთვის საუკეთესო საშუალება

ლიტერატურით თრობა – განტვირთვის საუკეთესო საშუალება

დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და დაძაბული ცხოვრების რეჟიმის გამო დღის ბოლოს ადამიანთა უმეტესობა განტვირთვის საშუალებებს აქტიურად ეძებს. როგორც აღმოჩნდა, ადამიანთა უმეტესობა უპირატესობას პასიური განტვირთვის სტილს ანიჭებს და სახლში ან მყუდრო გარემოში წიგნის კითხვას ირჩევს. ლიტერატურის მოყვარულთა მოსაზრებით, ასეთ დროს საუკეთესო კომბინაცია ჭიქა ღვინო და საინტერესო წიგნია. ერთი მხრივ, წიგნი მკითხველს პრობლემების დავიწყებაში ეხმარება და მას სხვა, ალტერნატიულ სამყაროსა და რეალობას სთავაზობს, მეორე მხრივ კი, ჭიქა ღვინო მოდუნებისა და დაძაბულობის მოხსნისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საინტერესო ფაქტია ის, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანის ლიტერატურული გემოვნება მის მიერ შერჩეულ ღვინოზე აისახება ხოლმე. მაგალითად, ის, ვინც უპირატესობას კლასიკურ რომანებს ანიჭებს, ხშირ შემთხვევაში ტკბილ ან ნახევრად ტკბილ შუშხუნა ღვინოს ირჩევს; ფანტასტიკის მოყვარულთათვის ძლიერი, ნახევრად მშრალი შავი ღვინოა აქტუალური...

თუ ლიტერატურაც გიყვართ და ჭიქა კარგი ღვინოც განტვირთვისთვის შესანიშნავ საშუალებად მიგაჩნიათ, მაშინ არსებობს ადგილი, სადაც თქვენი გემოვნებისა და ინტერესების დაკმაყოფილებას შეძლებთ. ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე - ასე ახასიათებს ამ ადგილს ფილოლოგი გია მურღულია და ეს არის "ბიბლუსი გალერეა". მრავალფუნქციურ სივრცეში წიგნების ფართო არჩევანთან ერთად არის სამკითხველო სივრცე და კაფე "პიატო", სადაც უიშვიათესი ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ.

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი: "ღვინო და ლიტერატურა ძალიან კარგი ტანდემი გამოდის. თრობა ლიტერატურით უხდება ამ ყველაფერს".

გია მურღულია, ფილოლოგი: "ეს არის ჩემი ოცნება: ერთად - ცოტა ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე. ეს ყველაფერი კი სწორედ "ბიბლუსი გალერეაში" დამხვდა".

ასე რომ, მშვიდი და საინტერესო განტვირთვისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ "ბიბლუსი გალერეას", შეარჩიოთ სასურველი ლიტერატურა, შესაბამისი ღვინო და გაატაროთ დრო სასიამოვნოდ.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს