უამინდობის გამო, მაღალმთიან აჭარაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეწყდა

უამინდობის გამო, მაღალმთიან აჭარაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეწყდა

უამინდობის გამო, მაღალმთიან აჭარაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლა შეწყდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია შუახევის სამ ბაგა-ბაღში და 17 საჯარო სკოლაში.

ასევე, მათივე ცნობით, უამინდობის გამო სასწავლო პროცესი გადაიდო ხულოს 50 სკოლიდან 33 სკოლაში და ყველა საბავშვო ბაღში.

ცნობისთვის, აჭარაში ამინდის გაუარესების გამო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგეობები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 1.30-1.50 მ-ს, ხოლო დაბლობში 70-80 სმ-ს მიაღწია.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა