"ეს ის პატრულია, საზოგადოებამ ცილი რომ დასწამა მეტროში ხულიგანის დაკავების გამო... სოსო გმირია და ეს უნდა დაინახოს ხალხმა!"

"ეს ის პატრულია, საზოგადოებამ ცილი რომ დასწამა მეტროში ხულიგანის დაკავების გამო... სოსო გმირია და ეს უნდა დაინახოს ხალხმა!"

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტმომხმარებელმა ეგნატე შამუგიამ "ფეისბუქზე" მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი მამაკაცს. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი პოლიციელებს აკრიტიკებდნენ და წერდნენ, რომ სამართალდამცველებმა დაკავების მომენტში უფლებამოსილებას გადაამეტეს. ნაწილი კი პირიქით, პოლიციის ქმედებას ამართლებდა.

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეს პოლიცია ადმინისტრაციული წესით აკავებდა, რა დროსაც მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, გავრცელებულ ვიდეოში სწორედ ეს ფაქტი იყო დაფიქსირებული.

წაიკითხეთ: შსს-ს განმარტება მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარ შემთხვევაზე

სწორედ ერთ-ერთ პოლიციელთან დაკავშირებით, რომელიც დაკავების პროცესში მონაწილეობდა, ინტერნეტმომხმარებელი გიორგი მუხიგულაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს:

"გაიცანით ეს ბიჭი. ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. სწორედ ის თანამშრომელია რომელსაც უტიფარმა საზოგადოებამ ცილი დასწამა თავისუფლების მეტროში ხულიგანის დაკავების გამო. სოსო ახალგაზრდა და მეტად პატიოსანია. მის მადლში უამრავი ისეთი სიკეთეებია თავმოყრილი რაზეც არავინ საუბრობს მაგალითად. 2015 წელს მან თვისი სიცოცხლის ხარჯზე ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. ასევე როგორც ნებისმიერი პატრულ ინსპექტორი ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის გამო ისე დააყენებს თავის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ რომ არც დაფიქრდება. მაგრამ ეს ხალხს არ აწყობს და ამიტომ ვერ ხედავს და ხედავს მხოლოდ იმას რაც აწყობთ.

სოსომ 13 ივნისის სტიქიის დროს რამოდენიმე ასეულ ადამიანს გაუწია დახმარება. ძალიან ბევრ ასაკოვანს აქვს კონტაკტი და იმედი ამ ბიჭის და ეს ყველაფერი დასაფასებელია რადგან ის ჯერ პროფესიას აყენებს წინ და მერე სხვა დანარჩენს. სოსო გმირია და ეს უნდა დაინახოს ხალხმა!" - წერს მუხიგულაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს