ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ქურდობის ფაქტზე დაკავების დროს დაიჭრა

ვინ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ქურდობის ფაქტზე დაკავების დროს დაიჭრა

სანკტ-პეტერბურგში საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. ამის შესახებ რუსული ინტერნეტ-გაზეთი "ფონტანკა" წერს. მისი ინფორმაციით, დაკავებულები წარსულში მოჭიდავეები იყვნენ.

საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი ბათუმიდანაა, ის 2012 წელს ქურდობისთვის იყო გასამართლებული. ორმხრივი სროლისას მას ორი ტყვია მარჯვენა მხარსა და იდაყვში მოხვდა. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, აბდულაღაპოვს, ის გულმკერდისა და წელის არეში დაიჭრა.

ხილეთ ვიდეო: ახალი დეტალები საიუველირო მაღაზიაზე თავდასხმის შესახებ - ვინ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში დაიჭრნენ?

შეგახსენებთ, რომ სანკტ-პეტერბურგში პოლიციამ საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დაცვის თანამშრომელი და გამყიდველი დააბეს, რის შემდეგაც სალონიდან ოქროულობა და ძვირფასი ნივთები გაიტანეს. პოლიცია მათ ავტომობილს დაედევნა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ორი ბოროტმოქმედი მძიმედ დაიჭრა. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთი მათგანი წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე, 45 წლის ვალერი მელნიკოვი, მეორე კი დაღესტნელი, 37 წლის აბდულაღაპოვი აღმოჩნდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მესამე დამნაშავემ, აზერბაიჯანის მოქალაქემ კი მიმალვა შეძლო.

პოლიციამ დამნაშავეთა ავტომობილში 60 მილიონი რუბლის ოდენობის ოქროულობა აღმოაჩინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ