"დედა, აქ დიდხანს თუ დავრჩები, თავს მოვიკლავ..." - ერაყში ტყვედ მყოფი ჩეჩენი ქალის წერილი დედას

"დედა, აქ დიდხანს თუ დავრჩები, თავს მოვიკლავ..." - ერაყში ტყვედ მყოფი ჩეჩენი ქალის წერილი დედას

რუსული მედიის ცნობით, დაახლოებით 50 ქალი და ბავშვი ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ერაყში მონობაში იმყოფება... ამის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი ქალის წერილიდან, რომელიც მან დედას გამოუგზავნა და სადაც წერს, რომ ერაყში, ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მასთან ერთად ტყვეობაში, დაახლოებით 20 ქალი და 40-მდე ბავშვი არიან...

საუბარია ჩრდილოკავკასიელ ქალებსა და ბავშვებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს სირიასა და ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მეომარ ტერორისტებს გაჰყვნენ ან შემდეგ ჩავიდნენ მათთან...

დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩეჩნეთის პარლამენტის წევრი, ზიად საბსაბი ირწმუნებოდა, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის 100-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. ასევე, დაგეგმილი ჰქონდათ სირიასა და ერაყიდან 150-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ერაყის დევნილთა ბანაკში, რუსეთის 40-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა...

ჩეჩნეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქალებისა და ბავშვების დაბრუნების საკითხს პროპაგანდისთვის იყენებს. რესპუბლიკაში მათი დაბრუნება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით ხდება. თუმცა, ერაყელი ტყვეების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ავრცელებენ.

მათივე ცნობით, მიიღეს წერილი, სადაც ჩეჩენი ქალი დედას ერაყში არსებულ ვითარებაზე წერს და დახმარებას სთხოვს. "დედა, აქ კიდევ დიდხანს თუ დავრჩი, თავს მოვიკლავ... ეს არის ჯოჯოხეთი მიწაზე და ყოველი დღე გაუსაძლისია," - წერია ჩეჩენი ქალის წერილში.

მისივე ცნობით, ერაყში დიდი რაოდენობით ქალები და ბავშვები იმყოფებიან. წერილის ავტორის თქმით, ის 5 თვეზე მეტია ტყვეობაში იმყოფება და დანარჩენ ქალებთან და ბავშვებთან ერთად, ფაქტობრივად, მონობაშია, თუმცა, კონკრეტულად არ იცის სად იმყოფება - შესაძლოა, ეს იყოს "პეშმერგას", ქურთთა დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ან ბაღდადთან ახლოს, შიიტების სამხედრო დანაყოფი. 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათი პოვნისა და მით უფრო, გამოყვანის პროცესი საკმაოდ რთული იქნება, რადგან სირიასა და ერაყიდან, 150-ზე მეტი ქალისა და ბავშვის გამოყვანის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

ადგილობრივებს სულ სხვა ვერსია აქვთ - ამ დროისთვის, სირიასა და ერაყში 150 კი არა, შესაძლოა, ათასობით ქალი და ბავშვი იმყოფებოდეს. საქმე ის არის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ მათი დაბრუნებით ქვეყანაში პოტენციური ტერორისტები შემოჰყავთ. ამიტომაც, როგორც ჩეჩნეთის, ისე რუსეთის ხელმძღვანელობა, მათი იქ "მონებად ყოფნის" თემას, ისევ და ისევ სპეკულაციისთვის იყენებს. რეალურად კი მათი დაბრუნება იქ არავის უნდა, მათ შორის, არც რუსეთის სპეცსამსახურებს...

"ვიცი, რომ გასული წლის დეკემბერში, ერაყსა და სირიიდან ქალების ერთი ნაწილის გამოყვანას აპირებდნენ, თუმცა, ამავე ქვეყნის ხელისუფლებებმა ისინი ტერორიზმში დაადანაშაულეს, რადგან ისინი ფოტოებში იარაღით ხელში პოზირებდნენ, რაც ისე აღიქვეს, თითქოს ტერორისტების რიგებში იბრძოდნენ. ასე რომ, მათი დაბრუნება ვითარებას გაამწვავებს" - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი თანამშრომელი.

მისივე თქმით, თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების დაპირებები და ე.წ. პროექტები, რომლის ფარგლებშიც, ერაყსა და სირიიდან დაბრუნებულები, ვითომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გაივლიდნენ, ზღაპარი იყო. სინამდვილეში, ჩეჩნეთში შესაბამისი უწყებები მათ მხოლოდ აღრიცხავდნენ, რის შემდეგაც, მათ რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ დასაკითხად, შემდეგ კი, საქმე გამოძიებას გადაეცემოდა... არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაღესტანში დაბრუნებული ქალები დააკავეს და ისინი ამ დრომდე პატიმრობაში არიან.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე