სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სამი ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, სამ ტრანსგენდერ ქალს 2 დღის წინ სცემეს. მათ დაზიანებები აღენიშნებათ.

ამ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას 28 იანვარსაც სცემეს. შემთხვევა 04:00 საათზე, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა, რისთვისაც ერთი პირია დაკავებული და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ