"ქართველი მეფეების" პირველი ტომი დამატებით დაიბეჭდება

"ქართველი მეფეების" პირველი ტომი დამატებით დაიბეჭდება

მას შემდეგ, რაც "ქართველი მეფეების" პირველი ტომის - "თამარ მეფე" - ტირაჟი სრულად გაიყიდა და ბევრმა მსურველმა წიგნის შეძენა ვერ მოასწრო, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, ტირაჟი განმეორებით დაბეჭდოს და "კვირის პალიტრასა" და სერიის მეორე ტომთან - "ბაგრატ მესამესთან" ერთად მკითხველს ისევ სპეციალურ ფასად შესთავაზოს. სერიის ორივე ტომი თებერვლის ბოლოს გამოვა და თითოეული 5.5 ლარი ეღირება

რამდენიმე დღის წინ წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლ­უსს" ვესტუმრე - მინდოდა, წიგნების ახალი სერიის, "ქართველი მეფეების" პირველი ტომი მეყიდა. ამ წიგნის ავტორის, როინ მეტრეველისგან ვიცოდი, რომ მკითხველი ამჯერად სხვაგვარად და უფრო ფართოდ დაინახავდა იმდროინდელ საქართველოსა და თამარს.

მოკლედ, ამ განწყობით ვესტუმრე "ბიბლუსს" და წიგნის თაროებზე გაფაციცებით დავიწყე "ქართველი მეფეების" პირველი ტომის ძიება. ვერაფერს გავხდი - "წიგნს ვერ მივაგენი. როგორც ჩანს, ისეთი შეწუხებული სახე მქონდა, "ბიბლუსის" კონსულტანტი მომიახლოვდა, ხომ არ დაგეხმაროთო? იმედი მომეცა - "ქართველი მეფეების" სერიის პირველ ტომს ვერ ვპოულობ-მეთქი. "თქვენც ამ წიგნს ეძებთ? - მხრები აიჩეჩა კონსულტანტმა. - წიგნი მალევე გაიყიდა და ქსელში აღარ გვაქვს." იმედს ჩავებღაუჭე და ბედი ერთხელაც ვცადე: "წიგნი "ბიბლუსის" არც ერთ მაღაზიაში არ არის?" "არა, სამწუხაროდ" - თავი გააქნია. აღმოჩნდა, რომ, არა მხოლოდ წიგნის მაღაზიებში, არამედ გაზეთების ჯიხურებშიც, სადაც "კვირის პალიტრასთან" ერთად წიგნი სპეციალურ ფასად იყიდებოდა, "ეს" ტომი აღარ არის.

დავით ჩერქეზიშვილი, პრესის გავრცელების ქსელის მენეჯერი:

- როგორც კი "ქართველი მეფეების" სერიის პირველი ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ჯიხურებში გასაყიდად დავალაგეთ, საოცრება მოხდა - არ წყდებოდა მკითხველების რიგი, რომლებსაც წიგნის ყიდვა სურდათ. არ მახსოვს, ბოლოს ასეთი მოთხოვნა რომელ წიგნზე იყო. ჩვენს ქსელში ორ დღეში ტირაჟი სრულად გაიყიდა.

"პალიტრა L"-ში ჩემი მეგობრები მუშაობენ, მაგრამ აქაც ვერაფერს გავხდი - აღარც ჩვენ გვაქვსო - მიპასუხეს. თურმე, ჩემ გარდა, ასობით ადამიანი რეკავს გამომცემლობის ცხელ ხაზზე"პრეტენზიით, რომ წიგნის ყიდვა ვერც მათ მოასწრეს.

სწორედ მკითხველთა ასეთი გამოხმაურების გამო გამომცემლობამ გადაწყვიტა, იმ ადამიანების გასახარად, ვისაც ჩემსავით არ შეხვდა პროექტის პირველი ტომი, ის გაზეთ "კვირის პალიტრასა" და სერიის მეორე ტომთან - "ბაგრატ მესამესთან" ერთად შესთავაზოს მკითხველს. წიგნი თებერვლის ბოლოს გამოვა და ისევ 5.5 ლარი ეღირება.

ნათია მეტრეველი, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

- ველოდით, რომ გამომცემლობის ახალ პროექტს - "ქართველი მეფეები", რომელიც 24 ტომად გამოიცემა და ყველა გამორჩეულ ქართველ მეფეზე მოგვითხრობს -" მკითხველი ინტერესით მიიღებდა, მაგრამ ასეთმა აქტიურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გვიხარია, რომ მკითხველს ასე აინტერესებს საქართველოს ისტორია.

ამ სერიის წიგნებში მოთხრობილია არა მარტო ის ფაქტები, რომლებზეც ადრეც ვიცოდით, არამედ ფართოდ არის წარმოდგენილი შესაბამისი პერიოდის საქართველოს ცხოვრება, ყოფა, მონარქების პირადი ურთიერთობებიც კი...

ეს 24-ტომიანი ისტორიული სერია ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი საამაყო პროექტია, განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ მოვახერხეთ და ამ სქელყდიანი წიგნების ფასი "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის 5,5 ლარში ჩავატიეთ.

რუსუდან შელია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს