მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მალდივის კუნძულებზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მალდივის კუნძულების პრეზიდენტმა აბდულა იამინმა ქვეყანაში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" იუწყება.

1-ელ თებერვალს მალდივების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ ნაშიდისა და კიდევ რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გააუქმა. მათ ბრალად ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ედებოდათ. 2 თებერვალს ნაშიდმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

3 თებერვალს მალდივების პარლამენტმა უსაფრთხოების მიზნით დროებით შეაჩერა მუშაობა, ქვეყანაში პრეზიდენტის მომხრეების და მოწინააღმდეგეების მიტინგები გაიმართა.

4 თებერვალს მალდივების გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ანილმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო აბდულა იამინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას აპირებს. დღეს კი პოლიციამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აბდულა საიდი და კიდევ ერთი მოსამართლე დააკავა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"