სამი ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

სამი ტრანსგენდერი ქალის ცემაში ბრალდებულებს 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად, სამი ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე დაკავებულია ორი პირი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აგრძელებს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების მონიტორინგს.

"ერთობლივი მუშაობის შედეგად დისკრიმინაციული მოტივით (გენდერული იდენტობის ნიშნით) ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 2 პირია დაკავებული. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი კლინიკის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 3 დაზარალებულს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება პირთა ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს", - აცხადებს ჭელიძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა "გრუ“-ს 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა

თბილისში გაუპატიურებისა და თვითნებობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - "ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სქესობრივი კავშირი დაამყარა"

გაერთიანებული ოპოზიციის  წევრის ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტის მანქანას იარაღიდან ესროლეს