"რეალურ ცხოვრებაში ხომ არიან ასეთი ქალები? რაც მთავარია, ვალები გადაიხადა..." - როგორ განვითარდება კვაზი მანტკავას და ნინო ერისთავის ურთიერთობა

"რეალურ ცხოვრებაში ხომ არიან ასეთი ქალები? რაც მთავარია, ვალები გადაიხადა..." - როგორ განვითარდება კვაზი მანტკავას და ნინო ერისთავის ურთიერთობა

მსახიობი თათული დოლიძე რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში", სადაც ნინო ერისთავის როლს ასრულებს. ის კვაზი მანტკავას საცოლეა, თუმცა, მატყუარა აღმოჩნდა და არავინ იცის, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა.

- ჩვენს რეალურ ცხოვრებაში ხომ არიან ასეთი ქალები? რაც მთავარია, ვალები გადაიხადა უკვე, წარმოდგენილი მაქვს, რის ფასად დაუჯდა იმ ადამიანების ნახვა და დანაშაულის აღიარება.

- გაუმართლა, რომ მდიდარ კვაზი მანტკავას შეხვდა?

- არც ეგ ვიცი, ჯერჯერობით გაუმართლა თუ არა. ვალი კი გადაიხადა, მაგრამ კვაზი პატივმოყვარე კაცია. რას იტყვის ხალხი – ამაზეა დამოკიდებული, ამიტომ ნინო კი არა, საკუთარი სახელი დაიცვა. შეუყვარდება თუ არა ნინო, ან პირიქით, ვნახოთ.

- საუკეთესო გენეტიკის მატარებელი რომ ხართ, ფაქტია, მაგრამ წლები მაინც სწრაფად მირბის ჩვენთვის, ქალებისთვის. თავის მოვლა, პლასტიკური მედიცინა, კვება – ამ ყველაფერს შეუძლია ასაკის შეჩერება?

- თავის მოვლისთვის ყველა ქალმა უნდა გამონახოს დრო. როგორი გადატვირთულიც უნდა იყო, ათი, თხუთმეტი წუთი ყოველთვისაა თავისუფალი.

ჩვენ, მსახიობები, უფრო მეტად ვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ ვალდებულებიც ვართ, კარგად გამოვიყურებოდეთ. დღეს უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, თუმცა, ეს პროცედურები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა…

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება