აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს

აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს.

როგორც მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, აფგან მუხთარლი მისი დისა და დისშვილების ორმოცზე გაუშვეს.

"მინდა აღვნიშნო, რომ აფგან მუხთარლი თავისი ოჯახის წევრების დაკრძალვაზე ციხიდან არ გაუშვეს იმის მიუხედავად, რომ ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას. სიმართლე გითხრათ, არც ახლა გვქონდა იმედი, რომ მას ნებას დართავდნენ ორმოცს დასწრებოდა. ორშაბათს ადვოკატმა კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით და დღეს ის ორი დღით გამოუშვეს", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ციხეში მას მკურნალობა უტარდება.

"რაც შეეხება საქართველოში გამოძიებას, ჩვენ არავინ გვიკავშირდება. არანაირი სიახლე გამოძიების კუთხით არ არის, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები აფგან მუხთარლის გატაცების თანამზრახველები არიან", - დასძინა ლეილა მუსტაფაევამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ