ხეჩინაშვილის კლინიკასთან ისევ ხმაურია - კომაში მყოფი 18 წლის გოგონას მშობლები ექიმების დასჯას ითხოვენ

ხეჩინაშვილის კლინიკასთან ისევ ხმაურია - კომაში მყოფი 18 წლის გოგონას მშობლები ექიმების დასჯას ითხოვენ

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკასთან ისევ ხმაურია. ტერიტორიაზე 18 წლის ხატია თვაურის ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.

სამართალდამცველებმა დაზარალებული პაციენტის ბიძას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად გაფრთხილება მისცეს, რომელსაც სასამართლო განიხილავს. სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა დაზარალებულის ახლობლებისა და ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. შედეგად ეზოში მცირე ხმაური იყო.

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკასთან კვლავ რჩებიან პაციენტის ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც მოითხოვენ პასუხისმგებელი ექიმების დასჯას, ასევე, სთხოვენ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოიძიონ კლინიკის ექიმების საქმიანობა, ხოლო კლინიკამ აიღოს პასუხისმგებლობა და კომაში მყოფ 18 წლის ხატია თვაურს გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მათ შორის, უზრუნველყონ საზღვარგარეთიდან სპეციალისტის ჩამოყვანა. ანალოგიური მოთხოვნით დაზარალებული პაციენტის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართავს და მათ დროულ დახმარებას სთხოვს.

იხილეთ ვიდეო: "შეამტვრიეთ ყველაფერი, შედით" - კადრები უკომენტაროდ საავადმყოფოდან, სადაც ცხვირის ოპერციისას კომაში ჩავარდნილი გოგონას ახლობლები ძალით შეიჭრნენ

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ