"აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა" - თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად 26 წლის მუშა გარდაიცვალა

"აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა" - თბილისში მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად 26 წლის მუშა გარდაიცვალა

ნინო ჟვანიას #10-ში მიმდინარე მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა, 26 წლის იყო.

მისივე განმარტებით, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.

„ჩვენი მუშა იყო. მშენებლობაზე შიდა სამუშაოებს ასრულებდა. აივანზე გავიდა და იქედან გადავარდა. ზოგადად, უსაფრთხოების ზომები დაცულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მუშამ.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი პროზექტურაში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

თბილისში, ნინო ჟვანიას №10-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა ცოტა ხნის წინ გადმოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია