სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხორცის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტური შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოვლინდა ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. სააგენტოს ინსპექტორებმა 400 კგ ხორცი დალუქეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეს დაევალა ხორცის განადგურება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები განახორციელებენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია