ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში უცნობმა პირებმა თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ ქაია გაიტაცეს. ამის შესახებ "სპუტნიკს" ოჩამჩირეს რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილე სლავიკ კუჩუბერიამ განუცხადა.

"საღამოს, დაახლოებით 20:45 საათზე თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი კაფედან გამოვიდა და ერთ-ერთ ადგილობრივს პორტამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. რამდენიმე წუთში ისინი ორმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა გააჩერა, მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს, თვითონ კი მანქანაში ჩასხდნენ და თურქეთის მოქალაქესთან ერთად წავიდნენ", - განაცხადა კუჩუბერიამ.

მისი თქმით, გამტაცებელთა და მათი მსხვერპლის ძებნა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს დილით ავტომობილი გალი-ოჩამჩირეს გზაზე აღმოაჩინეს.

საქმეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს იძიებს.

ხილეთ ვიდეო: "ორმა ნიღბიანმა მძღოლი ავტომობილიდან გადმოიყვანეს" - ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული თევზსაჭერი გემის კაპიტანი გაიტაცეს

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი