"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..." - რას ჰყვება ე.წ. წითელ ბაღში დაჭრილი მოზარდის ადვოკატი

"დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ბანკეტზე ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებული შეეპასუხა და..." - რას ჰყვება ე.წ. წითელ ბაღში დაჭრილი მოზარდის ადვოკატი

ახალგაზრდებს უმსჯელიათ, ვინ უნდა ყოფილიყო პირველი სკოლის ბანკეტზე და სიაც შეუდგენიათ. ამ სიაში ჩაწერეს ძველი თანაკლასელები და ეს გააპროტესტა ბრალდებულმა. უთქვამს, მათი ბანკეტზე მოსვლა არ მინდაო... ამას მოჰყვა შელაპარაკება. ბრალდებული ამბობდა, რომ არ ჰქონდა ბანკეტზე მათი ყოფნის სურვილი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებულმა უთხრა, ვერ მოვლენო და ამას მოჰყვა დაჭრაც...

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, ალბათ, ბევრს ეგონა, რომ არასრულწლოვნები დაფიქრდებოდნენ მომხდარზე და ქუჩური გარჩევები აღარ იქნებოდა, მაგრამ გასულ კვირას

თბილისში ასეთი ფაქტი ისევ მოხდა. საბედნიეროდ, ამჯერად ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დანით მიყენებული ჭრილობებით სამი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოხვდა. ერთს მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა, ორი მოზარდი კი გულმკერდის არეშია დაჭრილი. შემთხვევა 31 იანვარს ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელ ბაღში მოხდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდების შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 17 წლის ახალგაზრდამ თანატოლები სასიკვდილოდ გაიმეტა. საქმეში ისევ დანა ფიგურირებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში ვერ მოგვარდა პრობლემა, რომ ქუჩაში მოზარდებმა დანა არ ატარონ.

სამართალდამცავებმა დანაშაული მალე გახსნეს - ბრალდებული ახალგაზრდა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. ის პოლიციაში თვითონ გამოცხადდა.

თავდაპირველად პროკურატურამ საქმე

117-ე მუხლით აღძრა, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"დაკავებულია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე, რომელსაც წარედგინა ბრალდება, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნებისა და ორი პირის მიმართ. წარდგენილი ბრალდება განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს, შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა თეონა გვაზავამ. მისი თქმით, კვალიფიკაციის შეცვლა განაპირობა საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობამ.

ბრალდებული ფაქტს ადასტურებს,­ თუმცა წაყენებულ კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ცნობილია ისიც, რომ საქმეში­ დევს დანაშაულის იარაღი, დანა, რომელი პარკის შესასვლელთან, ნაგვის ურნიდან ამოიღეს.

როგორც ადვოკატი­ ირმა ჭკადუა ამბობს, ბრალდებულს სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა და ექსპერტიზა მასაც ჩაუტარდა.

- ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაზარალებული ბავშვები თავს კარგად გრძნობენ და მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. დამნაშავე თვითონ გამოცხადდა პოლიციაში, ითანამშრომლა, დანაშაულის იარაღი მიუთითა... აქედან გამომდინარე, ყველა წინა პირობა არსებობდა, რომ ის არ დაეპატიმრებინათ, მაგრამ მოსამართლემ მაინც დააპატიმრა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, კვალიფიკაციას კატეგორიულად არ ვეთანხმებით...

როგორც ირკვევა, კონფლიქტის მიზეზი სკოლის ბანკეტის გამო შელაპარაკება იყო.

რამაზ ჩინჩალაძე, ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვნის ადვოკატი: - სამივე დაზარალებული ადრე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდა. მერე ისინი 35-ე საჯარო სკოლაში გადავიდნენ. ბიჭების დაჭრაში ბრალდებული ექსპერიმენტულ სკოლაში მათი წამოსვლის შემდეგ მივიდა. ახალგაზრდებს უმსჯელიათ, ვინ უნდა ყოფილიყო სკოლის ბანკეტზე და სიაც შეუდგენიათ. ამ სიაში ჩაწერეს ძველი თანაკლასელები და ეს გააპროტესტა თურმე ბრალდებულმა. უთქვამს, მათი ბანკეტზე მოსვლა არ მინდაო. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად შეხვდნენ ერთმანეთს და ამას მოჰყვა შელაპარაკება. კონფლიქტის დროს ბაღში ექვსი-შვიდი ადამიანი იყო. თურმე, ბრალდებული ამბობდა, რომ არ ჰქონდა ბანკეტზე მათი ყოფნის სურვილი, ხოლო ერთ-ერთი დაჭრილი ამბობდა, მე კაცი არ ვიყო, თუ ჩემი მეგობრები არ მოვლენო... ბრალდებულმა უთხრა, ვერ მოვლენო და ამას მოჰყვა დაჭრაც.

დანა მხოლოდ ბრალდებულს ჰქონდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოზარდი მოძალადეს დანას ართმევდა და ამ დროს მსუბუქად დაიზიანა ხელის მტევანი, სხვები კი დაშავდნენ. ერთი მეგობარი სწორედ მან წაიყვანა რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ამ ფაქტს შსს გამოეხმაურა. როგორც მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, ორი უწყება ამ მიმართულებით მუშაობს და სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ მოაგვარონ არასრულწლოვნების პრობლემები."

"დღეს შსს-ს საპატრულო პოლიცია უფრო აქტიურად აკონტროლებს სკოლების­ ირგვლივ ტერიტორიას და მინდა დაგარწმუნოთ, მიუხედავად იმ სამწუხარო შემთხვევებისა, რომლებიც მაინც ხდება, ამას შედეგი მოჰყვა". განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ