რომელია თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი და სად მოდის ყველაზე მცირე ფართი ერთ სულ მოსახლეზე - უახლესი მონაცემები

რომელია თბილისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი და სად მოდის ყველაზე მცირე ფართი ერთ სულ მოსახლეზე - უახლესი მონაცემები

სტასტისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების ინტერაქტიულ რუკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც თბილისში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2198,8 კაცია, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულად ითვლება აჭარის რეგიონი - 115.2 კაცი, იმერეთი - 83.2 კაცი და შიდა ქართლი - 76.8 კაცი. ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულია სამცხე-ჯავახეთი - 25.0 კაცი, მცხეთა-მთიანეთი - 16.9 კაცი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი კი 7.0 კაცი.

რაც შეეხება დედაქალაქში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილს, ეს არის დიდუბის რაიონი, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 8,523.1 კაცია. შემდეგ მოდის ისანი - 7,360.2 კაცი, ჩუღურეთის რაიონი - 4,547.4 კაცი. ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული რაიონებია სამგორის რაიონი, სადაც 1 კვ.კმ-ზე მოსახლეობის სიმჭიდროვე 1,386.5 კაცს შეადგენს, კრწანისის რაიონში - 1,269.5 კაცი და მთაწმინდის რაიონი - 654.2.

რაც შეეხება საბინაო პირობებს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, საშუალო საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ) ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი რეგიონებში ფიქსირდება. პირველ ადგილზე არის რაჭა-ლეჩხუმი

და ქვემო სვანეთი - 35.6 კვ.მ, კახეთი - 30.3 კვ.მ და გურია - 30.2 კვ.მ. შედარებით დაბალია ქვემო ქართლის რეგიონში - 19.1 კვ.მ და აჭარაში - 20.1 კვ.მ. ყველაზე დაბალი კი თბილისშია, სადაც საშუალო საცხოვრებელი ფართობი ერთ სულ მოსახლეზე 15.5 კვადრატული მეტრია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი