დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილის მაგიდა რესტორანში ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ

დღის ფოტო: მიხეილ სააკაშვილის მაგიდა რესტორანში ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ

მიხეილ სააკაშვილი კიევში, მიხაილოვსკის გამზირზე, რესტორან "სულგუნში" დააკავეს. ექს-პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება რამდენიმე ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ აკავებენ სპეცრაზმელები სააკაშვილს. ვიდეოები თვითმხილველების მიერ რესტორანშია გადაღებული.

მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა. იგივეს აცხადებს სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, თუმცა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

წაიკითხეთ: რას ჰყვებიან თვითმხილველები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შეესწრნენ

ამასთან, უკრაინული მედია ავრცელებს ფოტოს, რომელზეც რესტორანში მიხეილ სააკაშვილის მაგიდაა ასახული. ყოფილი გუბერნატორის მაგიდასთან სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი იჯდა. როგორც ფოტოდან ჩანს, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ ლიმონიან ჩაის მიირთმევდა.

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" რესტორნის ადმინისტრაციამ განუცხადა, რომ მათ დაწესებულებაში რამდენიმე ნიღბიანი პირი შეიჭრა, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და რესტორნის ტერიტორია დატოვეს.

"სააკაშვილი და კიდევ ხუთი პირი ერთად სადილობდნენ რესტორნის მეორე სართულზე, როდესაც ნიღბიანი პირები შემოიჭრნენ, ავტომატებით. ის უცებ დააკავეს", - განაცხადა რესტორანის ადმინისტრატორმა.

მისი თქმით, ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მოხდა და მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა არავინ დაუკავებიათ.

იხილეთ ვიდეო: ვრცელდება კადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილის დაკავებაა ასახული

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"