"დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა" - ადვოკატი საქმის ახალ დეტალებს ამხელს

"დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა" - ადვოკატი საქმის ახალ დეტალებს ამხელს

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო.

"როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან მოტივი მისთვისაც უცნობია. დაქირავებული ქილერი მას მიუგზავნეს. ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. კერძოდ, საერთო საქმე სჭირდებოდა. საერთო ნაცნობი დაუსახელა. შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა", – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული მკვლელის სახელი და გვარი დანამდვილებით არ იცის, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია.

"დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის თავდამსხმელის გვარი და სახელი. თუმცა სახელით იცნობს და ზუსტად არ იცის, ეს სახელი ნამდვილია თუ არა. რამდენჯერმე შეხვედრია, სახით იცნობს, სწორედ ამ დონეზე დაასახელა ეს ადამიანი გუგეშაშვილმა და მას ამოცნობა შეუძლია", - აღნიშნა ადვოკატმა.

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა 7 თებერვალს განხორციელდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდარ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.

ასევე წაიკითხეთ: დოდო გუგეშაშვილის ძმა - თავდასხმა შესაძლოა, 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს

ვის დაურეკა გიორგი ქათამაძემ ხიდზე ჩხუბის შემდეგ და ვინ ჩამოიყვანა "მერსედესის" 2 მგზავრი თბილისში - შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!" - რა დეტალებზე საუბრობს შაქარაშვილის ბიძა ექსპერტიზის შემდეგ და რას ამბობს მკვლელობის მოტივზე?