დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

დეკანოზი გიორგი მამალაძე სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დეკანოზი გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო. ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა თავად მსჯავრდებული.

მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ, ხოლო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა დაბალი სასჯელი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავებოდა.

იხილეთ ვიდეო

ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც გაეცნობიან სასამართლოს სამოტივაციო ნაწილს, გადაწყვეტენ გაასაჩივრებენ თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პროკურატურა მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოსგან, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამატყუნებელი განაჩენი - შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება შეცვლილიყო ანგარებით მკვლელობის მომზადებით, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მომზადების ნაწილში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ველოდით, რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნებს ანგარებასთან დაკავშირებით, გავეცნობით სამოტივაციო ნაწილს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვინ თუ არა გიორგი მამალაძემ შესანიშნავად იცის, რომ დამნაშავეა და ის განაჩენის გამოცხადებაზეც კი არ მოვიდა", - განაცხადა გუბელაძემ.

იხილეთ ვიდეო: "იმედით ვიყავით რეანიმაციაში იწვა, მაგრამ გარდაცვლილია მართლმსაჯულება" - რას აცხადებენ მხარეები "ციანიდის საქმეზე" სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ