პირველი "სელფი" საქართველოში...

პირველი "სელფი" საქართველოში...

სელფი - XXI საუკუნის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა. 2012 წელს გამოცემა Time-მა "სელფი" წლის ტერმინადაც კი დაასახელა.

სელფის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს ავტოპორტრეტული ფოტოსურათები, რომლის პიონერად ფოტოგრაფი რობერტ კორნელიუსი ითვლება. მან 1839 წელს საკუთარ თავს ფოტოსურათები გადაუღო.

საინტერესოა, რომ საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს არის გადაღებული პირველი სელფი. ძველი"კოდაკის" მარკის ფოტოაპარატით გადაღებული საკუთარი თავის ანარეკლი, იგივე სელფი გამოჩენილ ქართველ პუბლიცისტსა და მეცნიერს ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის.

ამ უნიკალურ ფოტოზე, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი, ლია ბიბილეიშვილი გვიამბობს:

"სურათი მუზეუმს გადმოსცა მხატვარმა გიგი კეშელავამ 1973 წლის 16 ოქტომბერს. მასთან როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. გადაღებული უნდა იყოს მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში. ამავე წლებში კიდევ ორიოდე სარკეში გადაღებული სურათი არსებობს - ნიკოს შვილების და ფოთში კოწია მიქაბერიძესთან ერთად.

საერთოდ, ნიკოლაძეების ოჯახში ფოტოგრაფიით ნიკოს გარდა ბევრი იყო დაინტერესებული. შეიძლება ითქვას, ფოტოგრაფია ამ ოჯახის წევრებისთვის ერთგვარი ჰობი იყო; ხოლო ნიკო ნიკოლაძის ცოლის ძმა, დავით გურამიშვილი ცნობილი ფერმწერი და ფოტოხელოვანი გახლდათ. ეს სურათი, როგორც ნიკოს შვილიშვილმა ნიკოლოზ (ნიკი) პოლიექტოვმა გვითხრა, ამერიკული "კოდაკის" ფირმის ფოტოაპარატითაა გადაღებული. სხვაგან, შვეიცარიაში გადაღებულ სურათებში, სხვაგვარი ფოტოაპარატი უჭირავს ნიკოს. ფოტოსურათი ორიგინალურია" - ამბობს ლია ბიბილეიშვილი.

ფოტო: "ქუთაისი პოსტი"

 

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

"ემოციების მოთოკვა ვერ შევძელი, ისტერიკული ტირილი ამიტყდა...“ - ანნა კუჭავა "მასტერშეფის“ ყველაზე რთულ გამოცდას იხსენებს

ეგზოტიკური ცხოველები და გიგანტური ხეები - ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა

"რომ უყურებდი, მოგინდებოდა გეკოცნა, ჩახუტებოდი" - როგორ იხსენებენ გიორგი შაქარაშვილს მეგობრები