ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებზე საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

 ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებზე საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები საადვოკატო კომპანიის წარმომადგენელმა მოინახულა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან დაკავებულებს ქ. ტაჟურას დამანის ციხეში წყალი და საკვები მიაწოდა. კაიროში საქართველოს ელჩთან შეხვედრის შემდეგ, საადვოკატო კომპანიამ ასევე მზადყოფნა გამოთქვა ერთ-ერთი დაკავებულის სამედიცინო ხარჯების (ქირურგიული ოპერაცია და სარეაბილიტაციო პროცესი) უზრუნველყოფაზე.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას როგორც ლიბიის მხარესთან, ასევე ლიბიაში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან, რათა მოხდეს დაკავებულთა ჰუმანიტარული პირობების უზრუნველყოფა, საკონსულო და სამართლებრივი დაცვა.

როგორც ცნობილია, ლიბიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი, ასევე მხარეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და სახელმწიფო ინსტიტუტების შეფერხებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ართულებს ქართველი მეზღვაურების მდგომარეობას და საქმის მიმდინარეობას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"