"პატიმარმა საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა" - სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"პატიმარმა საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა" - სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა და თვითდაზიანების მიყენება სწორედ მათი ჩვენებებით დგინდება.

"მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს", - ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ