შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დღეს გამთენიისას, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასთან, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მათივე ცნობით, თავდამსხმელი დაჭრილისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც ჯერ ჩხუბი, შემდეგ კი გასროლა მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის გადაყვანილია ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია