ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ყველა ადამიანს აინტერესებს პასუხი ერთ საჭირბოროტო კითხვაზე: როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი?

ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება დღეს, როცა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები სულ უფრო გამრავალფეროვანდა ინფექციათა გამომწვევი მიკრობების მუდმივი მუტაციების (სახეცვლილების, განახლების) ფონზე და ჩვენი ორგანიზმი გამუდმებით ებრძვის ახალ-ახალ პათოლოგიებს. ზოგჯერ კი დგება სავალალო შედეგი - ორგანიზმს აღარ ძალუძს ბრძოლის გაგრძელება, იმუნიტეტი იფიტება და მძიმე გართულებები ვითარდება.

მართლაცდა, რა საშუალებები შეიძლება გამოვიყენოთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად? დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე არის ქიმიური იმუნოსტიმულატორები, რომლებიც იმუნური უჯრედული რეაქციის გააქტიურებას იწვევს, მაგრამ ყველამ არ იცის,

რომ ასეთი პრეპარატების ხელაღებით გამოყენება დაუშვებელია, რადგან მათ დანიშვნას მკაცრად განსაზღვრული ჩვენება უნდა ჰქონდეს.

ალბათ გსმენიათ, რომ მწვავე ალერგიული დაავადებები სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმის გადაჭარბებული იმუნური რეაქცია ჩვეულებრივ უსაფრთხო ნივთიერებებზე. ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით, ზოგადად უვნებელ ნივთიერებას აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ თავის საბრძოლო არსენალს მიმართავს.

ასე რომ, იმუნიტეტი ზუსტად ისე უნდა რეაგირებდეს უცხო აგენტებზე, როგორც ეს ორგანიზმისთვის არის საჭირო - არც იმუნიტეტის დეფიციტი ვარგა და არც გადაჭარბებული რეაქცია.

სწორედ ამიტომ მეცნიერებმა დაიწყეს კვლევა ისეთი ნივთიერებებისა, რომლებსაც იმუნომოდულატორული თვისებები აქვს. ასეთი ნივთიერებები აღადგენენ დარღვეულ ჰარმონიას ორგანიზმში - დაქვეითებულ იმუნიტეტს ააქტიურებენ იმდენად, რამდენადაც ეს ორგანიზმს სჭირდება და ამას აკეთებენ ისე, რომ ჩვენს ჯანმთელობას ზიანი არ მიაყენონ.

ასეთ ნივთიერებებს შორისაა ალკოქსიგლიცეროლები, რომლებიც უკვე წლებია მეცნიერთა კვლევის საგანი გახდა. ამ კვლევებმა კი აჩვენა, რომ ეს ნივთიერებები არა მხოლოდ იმუნიტეტზე ახდენს კეთილისმყოფელ გავლენას, არამედ ამცირებენ სისხლში ჭარბი ქოლესტერინის შემცველობას, აუმჯობესებენ მხედველობას, ძველ-სახსართა სისტემის ჯანმრთელობას.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ალკოქსიგლიცეროლები აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. სწორედ ამიტომ დასავლეთში მათ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად იყენებენ ონკოთერაპევტები.

ალბათ გაინტერესებთ, რა ნივთიერებებია ალკოქსიგლიცეროლები და სად მოიპოვება. მეცნიერებმა ეს ნივთიერებები ზვიგენის ღვიძლის ქონში აღმოაჩინეს. შესაძლოა, გახსოვთ პრეპარატი კატრექსი, რომელიც სწორედ ამ ექსპერიმენტების საფუძველზე მზადდებოდა.

დღეს კი არსებობს ზვიგენის ღვიძლის ქონზე დამზადებული პრეპარატის უკვე დახვეწილი, კაფსულირებული ფორმა - იმუტონი, რომელიც ყველა იმ სასიკეთო ცვლილებას უზრუნველყოფს ორგანიზმში, რაზეც ზევით ვისაუბრეთ.

იმუტონის მიღების შედეგად მცირდება ვირუსული, სოკოვანი, ბაქტერიული ინფექციებით ავადობა, წესრიგდება არტერიული წნევა, მცირდება სახსრების ანთება, ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა, მატულობს ენერგია, ორგანიზმი უფრო მდგრადი ხდება სიმსივნის გამომწვევი ფაქტორების მიმართ, ტენიანდება და ჯანსაღდება კანი და ლორწოვანი გარსები.

პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია. მისი მიღება კი დღეში მხოლოდ ერთხელ არის საჭირო, თითო კაფსულის ოდენობით.

"როდესაც ადამიანს არ აქვს ჰარმონიული სექსი, ის არ არის ბედნიერი და ბოროტდება" - სექსოლოგი ზურაბ მარშანია ლიბიდოს დაქვეითებაზე

ორსულობის დროს დეპრესია, ბავშვში აუტიზმის განვითარებას უწყობს ხელს

დიეტა პრობლემური კანისთვის