ბელორუსში დაკავებულ "კანონიერ ქურდს" "გელა გალსკის" პატიმრობა, ხოლო "სულიკო თბილისკის" საქართველოში დეპორტაცია ემუქრება

ბელორუსში დაკავებულ "კანონიერ ქურდს" "გელა გალსკის" პატიმრობა, ხოლო "სულიკო თბილისკის" საქართველოში დეპორტაცია ემუქრება

ბელორუსში დაკავებული ორი ქართველი "კანონიერი ქურდიდან" ერთს პატიმრობა, მეორეს კი იძულებითი დეპორტაცია ელოდება. ამის შესახებ "სპუტნიკ-ბელორუსს" ქვეყნის მილიციის პოლკოვნიკმა ვლადიმერ ტიხინიამ განუცხადა.

ბელორუსის შსს-ს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მინსკის ეროვნულ აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს: 17 იანვარს - გელა ქარდავა ("გელა გალსკი"), 18 იანვარს კი - სულიკო შარიქაძე ("სულიკო თბილისკი").

"ქარდავას წინააღმდეგ საქმე აღძრულია ყალბი დოკუმენტების გამოყენების მუხლით. აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემხთვევაში მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, სულიკო შარიქაძეს, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში მისი იძულებითი დეპორტაციის შესახებ. გამოთხოვილია აუცილებელი დოკუმენტაცია. უახლოეს დღეებში ჩვენ მას ქვეყნიდან გავაძევებთ", - განაცხადა ტიხინიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ