ექიმი - გლდანის ციხიდან შემოყვანილ პატიმარს მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული

ექიმი - გლდანის ციხიდან შემოყვანილ პატიმარს მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული

ღუდუშაურის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, გლდანის ციხეში დაჭრილი ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე დღის წინ ღუდუშაურის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს პატიმარი, რომელსაც მაგისტრალური სისხლძარღვები აქვს დაზიანებული.

„ჩატარდა შესაბამისი ჩარევა. ამჟამად კრიტიკული რჩება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება იმას, თუ რისგან აქვს დაზიანებები მიყენებული, ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება. დაზიანებული ჰქონდა საერთო საძილე არტერია და შიგნითა საუღლე ვენა. ეს ის სისხლძარღვებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში რამდენიმე ათეულ წამში ან რამდენიმე წუთში შეიძლება სიკვდილი დადგეს. როგორც ჩანს, ოპერატიულად და ადეკვატურად იყო მიღებული ქმედებები, ვინაიდან, ასე ვთქვათ, ცოცხალი მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, მაგრამ დაზიანება მასშტაბური და ცუდია. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის დანაკარგს, მეოთხე ხარისხის ჰემორაგიული შოკი იყო, რამაც თავისი ცუდი გავლენა იქონია მთლიანად ორგანიზმზე“, - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი