რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში, სავარაუდოდ შაურმით შვიდი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში საკვები პროდუქტით შვიდი ბავშვის ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს, სამი კი დღეს დილით.

შვიდივეს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

წინასწარი ინფორმაციით, შვიდივე ბავშვმა რუსთავის ერთ-ერთ საშაურმეში გუშინ შაურმა მიირთვა და ინტოქსიკაციის მიზეზადაც ამას ასახელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან შესული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კვების ობიექტში სადაც ბავშვებმა შაურმა მიირთვეს, არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარეს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება აღნიშნული ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტოს რეგიონული სამსახურის სპეციალისტები მივიდნენ ადგილზე, ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, მიეცა რეკომენდაცია ბიზნესოპერატორს განახორციელოს გარკვეული სამუშაოები რეცხვა-დეზინფექციის მიმართულებით და ასევე მოხდა ლაბორატორიული კვლევისათვის ნიმუშების აღება", - განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია