საუდის არაბეთში ქალებმა, შესაძლოა, აბაია გაიხადონ - სასულიერო ლიდერის სკანდალური განცხადება

საუდის არაბეთში ქალებმა, შესაძლოა, აბაია გაიხადონ - სასულიერო ლიდერის სკანდალური განცხადება

საუდელი ქალები არ უნდა იყვნენ ვალდებული, ჩაიცვან აბაია, რომელიც მთლიან სხეულს უფარავს, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა განაცხადა.

შეიხი აბდულა ალ-მუთლაქი ამბობს, რომ ქალებმა მოკრძალებულად უნდა ჩაიცვან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აბაიათი უნდა შეიმოსონ.

საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს სხეულის მთლიანად დაფარვას კანონი ავალდებულებს.

სასულიერო პირის განცხადება მოჰყვა ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეამსუბუქონ ქალებისთვის შეზღუდვები და საზოგადოების მოდერნიზება მოხდეს.

"მორწმუნე ქალების 90%-ზე მეტს მუსულმანურ ქვეყნებში აბაია არ აცვია, ამიტომ არც ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი, ჩაიცვან," - განაცხადა შეიხ მუთლაქმა.

მის განცხადებას ინტერნეტით დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხალხის ნაწილი შეიხის განცხადებას მხარს უჭერს, ნაწილი კი - არ იწონებს.

"ასეულობით ფატვაც (რელიგიური ბრძანებულება) რომ გამოსცენ, ვფიცავ ალაჰს, არასოდეს გავიხდი აბაიას. გოგონებო, ნუ მოუსმენთ ფატვას!" - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა "ტვიტერზე".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"