დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი მის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი მის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

"ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს" - ასე გამოეხმაურე ყოფილი "მხედრიონელი" დოდო გუგეშაშვილი მასზე და მის შვილზე განხროცილებულ თავდასხმას.

"ეს არ არის არც პოლიტიკური, არც ბიზნესი, არც წინა საუკუნის დაპირისპირება, არც აფხაზეთი.... დარწმუნებული ვარ, არც ერთი მათგანი არ არის. უბრალოდ ვერ ვხვდები რა არის. ამიტომ ნურავინ მისცემს ამას პოლიტიკურ სპეკულაციას და სარჩულს. არანაირი პოლიტიკური, არც ძველი დროის, არც შემდგომი და არც ახლანდელის აქ არ არის" - აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა. მისი კომენტარი მაკა რაზმაძემ "ფეისბუქზე" გაავრცელა.

როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების ამბავი დღეს შეიტყო. ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულ დოდო გუგეშაშვილს შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრებმა და სასულიერო პირებმა უთხრეს. ამის შემდეგ ყოფილი "მხედრიონელი" რეანომობილით იმ სახლში გადაიყვანეს სადაც მისი ვაჟის ცხედარი ასვენია. მოგვიანებით გუგეშაშვილი კვლავ კლინიკაში დააბრუნეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს